კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

K•Call - პირველი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში

Commersant
K•Call - პირველი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაცია.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებელთან უშუალო, პირისპირ კომუნიკაციას დაემატა სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, მომხმარებლის დაინტერესებისა და კომპანიაში მიყვანის ძირითადი საშუალებაა. ქოლ ცენტრის საშუალებით მომხმარებელი დისტანციურად, პერსონალურად, 24/7-ზე იღებს სასურველ, დაწვრილებით ინფორმაციას.

ტექნიკურად გამართული ქოლ ცენტრის დახმარებით კომპანია ახერხებს, უპასუხოს ერთდროულად შემოსულ ასობით ან ათასობით ზარს. შემომავალ ზარზე მყისიერი რეაგირება ზარის დამუშავების მხოლოდ პირველი ნაწილია, არანაკლებ მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ინფორმაციის სწორად და სწრაფად მიწოდება, რასაც პროფესიონალი ოპერატორები და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიებში შესული ზარების 35%–ზე მეტი იკარგება თანამშრომლების დატვირთულობისა და არაკომპეტენტურობის გამო, ამიტომ აუთსორსინგული ქოლ ცენტრი ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და ეფეტური გზაა.

საქართველოში პირველი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call 2016 წელს დაარსდა. დღესდღეობით, Sales Partner Group-ში შემავალი მულტიენოვანი ქოლ ცენტრი სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიებს წარმატებით ემსახურება. კომპანია უახლოეს მომავალში სერვისის მიწოდებას უცხოეთის ბაზრისთვისაც გეგმავს.

იმისათვის, რომ მკითხველი მომსახურების შესახებ მეტად ინფორმირებული იყოს და უფრო დეტალურად შეიტყოს აუთსორსინგული ქოლ ცენტრის შესახებ, „კომერსანტი“ Sales Partner Group-ისა და კომპანია K•Call-ის დამფუძნებელ სერგო ავსაჯანიშვილს ესაუბრა:

„აუთსორსინგული ქოლ ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა იმის შემდეგ, რაც დავინახეთ საქართველოში ამის საჭიროება. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ჰქონდეთ საკუთარი ქოლ ცენტრი, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს სოლიდურ ინვესტიციებს, პერსონალის აყვანას და გადამზადებას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და რაც მთავარია ადმინისტრირებას, ამიტომ აუთსორსინგული ქოლ ცენტრის საშუალებით ეს ყველაფერი გაცილებით დაბალ ხარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესებს, მათთვის აუთსორსინგული ქოლ ცენტრი მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ უფრო მნიშვნელოვან, საკვანძო კომპეტენციებზე ფოკუსირება. ჩვენი აუთსორსინგული ქოლ ცენტრის მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი პროფილის, ზომისა და ტიპის კომპანიისთვის.

ჩვენი მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან ახდენს კომპანიების ქოლ ცენტრის / ცხელი ხაზის მომსახურებას და ვმართავთ ისეთ პროცესებს, როგორებიცაა:

თითოეული ზარის ჩაწერა
თითოეული ზარის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
CRM – ზარების თემატიკისა და სტატისტიკის წარმოება
ზარების სტატისტიკა და ისტორია
პროდუქტის და/ან მომსახურების გაყიდვების პროცესის სრული მართვა და ადმინისტრირება
და რაც მთავარია 0% პასუხგაუცემელი ზარებისა

K•Call-ის აუთსორსინგული ქოლ ცენტრის საშუალებით კი კომპანიების მომსახურების ხარისხი მკვეთრად იზრდება, ხდება ოპერატიული, კომპეტენტური და თავაზიანი პასუხების გაცემა, რაც მატებს კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლების რიცხვს, რომლებმაც მიიღეს საჭირო ინფორმაცია იმ დროს, როდესაც ეს ინფორმაცია აინტერესებდათ და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ეს დადებითად ისახება კომპანიების გაყიდვებზე.

როდესაც ახალ კომპანიასთან ვიწყებთ თანამშრომლობას, მის განვითარებაზე ინდივიდუალურად ვზრუნავთ. პირველი ნაბიჯი კი ქოლ ცენტრის ოპერატორების გადამზადება, ტრენინგები და შესაბამის სფეროში ცოდნის გაღრმავებაა. ჩვენ თითოეულ დეტალს ვაკონტრ ოლებთ და მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების და პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე“ – განაცხადა სერგო ავსაჯანიშვილმა.

რაც შეეხება Sales Partner Group-ს, რომლის შემადგენლობაშიც არის კომპანია K•Call, წარმოადგენს აუთსორსინგულ კომპანიას, რომელიც ქართულ და უცხოურ ბიზნესებს სთავაზობს სრულ მარკეტინგულ და გაყიდვების მომსახურებას. კომპანიისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გრძელვადიანი, წარმატებული ურთიერთობები პარტნიორ კომპანიებთან, რასაც დღესდღეობით საკმაოდ ეფექტურად და წარმატებით ასრულებს.

კომპანიებს, რომლებსაც აქვთ პროგრესის, გაყიდვების ზრდის, ციფრული მარკეტინგის და აუთსორსინგული ქოლ ცენტრის მომსახურების სურვილი, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: 0322050302

(R)

კატეგორიები