კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

IMF სებ-ის რეგულაციებს აფასებს

BM Georgia
IMF სებ-ის რეგულაციებს აფასებს

სებ-ის რეგულაციების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი აფასებს. იმას, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა და რომ ამ პრობლემის წინაშე უმეტესწილად დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობები დგანან ვერა მარტინიც აღნიშნავს, თუმცა აქვე IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თავად ფაქტი, რომ ქვეყანა ზემოთხსენებული პრობლემის წინაშე დგას ფინანსური სექტორის წნეხის ქვეშ მოქცევას არ გულისხმობს.

„საბანკო სექტორი არის მომგებიანი და ლიკვიდური დღესდღეობით. ამავდროულად ვხედავთ იმასაც, რომ შინამეურნეობების უმეტეს ნაწილში დგას ჭარბვალიანობის საკითხი, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია შემდეგი: თქვენ ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოთ ჭარბვალიანობის შემცირება ქვეყანაში და მეორე მხრივ არ უნდა დაზიანდეს ფინასნური სექტორი და არ უნდა მოხდეს მათი როლის დისკრედიტაცია, რათა მათ გააგრძელონ ის ეკონომიკური აქტივობები, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.“ – აცხადებს მერსედეს ვერა-მარტინი.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის განმარტებით ფინანსური სექტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში და ნებისმიერი შეფერხება ფინანსური სფეროს კუთხით, რომელსაც ფონდი ამჟამად საქართველოში ვერ ხედავს, დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

კატეგორიები