კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

G&T: "ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ვარდნაა"

BM Georgia
G&T:

,,Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, სექტემბერში ტურისტების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია.

,,ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, ჯამური ვიზიტორების რაოდენობა კი 6%-ის ფარგლებში, მაშინ, როცა 9 თვის განმავლობაში ტურისტების 20%-იანი ზრდა იყო და მათმა რაოდენობამ 3,8 მილიონს მიაღწია“-განაცხადა ბოჭორიშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“. მან ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში, პირველ პოზიციაზე რუსეთმა გადაინაცვლა. ,, სწორედ ამ ქვეყნიდან შემომსვლელები გახდნენ, მთელი ამ ზრდის წარმმართველები და კონტრიბუტორები. სექტემბერში, ამ ქვეყნიდან ვიზიტორების 28%-იანი ზრდა იყო, აზერბაიჯანიდან 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თურქეთიდან ვიზტორები კი 9%-ითაა შემცირებული, რაც სავარაuდოდ ლირის გაუფასურებას უკავშირდება“-განაცხადა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, რადიკალურად შეიცვალა სურათი ირანთან მიმართებაში. ,,ბოლო ორი თვეა, ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ვარდნაა – 33%-ის ფარგლებში, მხოლოდ სექტემბერში კი ირანიდან შემომსვლელი ტურისტები 42%-ით შემცირდა. შარშან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა, რის გამოც ტრადიციული ვიზიტორების (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთ) წილი ჯამურ რაოდენობაში იკლებდა, თუმცა წელს ეს მუხტი არ გაგრძელდა.“-აღნიშნა ბოჭორიშვილმა.