კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

GEORGIAN AIRWAYS: ვცდილობთ, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" დალაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებაზე, რაზეც ისინი უარს ამბობენ

BM Georgia
GEORGIAN AIRWAYS: ვცდილობთ,
კომპანია „Georgian Airways“ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.ge უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც იცით, ჩვენი ავიაკომპანიის მენეჯმენტი უკვე 1 წელია ცდილობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის, “ტავ ურბან ჯორჯიას” მენეჯმენტთან დალაპარაკებას სხვადასხვა საკითხზე, რათა შევძლოთ ავიაბილეთების გაიაფება, რაზეც ისინი უარს ამბობენ. თურქულ კომპანია “ტავ ურბან ჯორჯიასთან” კაბალური ხელშეკრულება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2005 წელს დაიდო და მას ვადა 2027 წელს გასდის.

თუ თვლით, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ეროვნული ავიაკომპანია და ავიაბილეთებზე უფრო ხელმისაწვდომი ფასების დაწესებაში ხელი არ უნდა გვეშლებოდეს, გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში და დაიყენეთ თქვენი პროფილის ფოტოზე მხარდაჭერის ნიშნად ჩვენი ჩარჩო“, – წერია Georgian Airways“-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

BM.ge ამ თემასთან დაკავშირებით, “ტავ ურბან ჯორჯიასაც“ დაუკავშირდება და მათ პოზიციას შემოგთავაზებთ.

ავტორი: თელარა გელანტია