კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა

PropertyGeorgia
Colliers International Georgia-მ 7 მსხვილი საპრივატიზაციო პროექტის საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ საქართველოში არსებული მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისთვის ბიზნეს გეგმები მოამზადა.

პროექტი მოიცავდა 7 საპრივატიზაციო ობიექტს, მათ შორის ახტალის გამაჯანსაღებელ, გოდერძის სამთო, ლიბანის სპა კურორტებს. ასევე, შერეული ტიპის დეველოპმენტს ქუთაისში და სხვა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში Colliers International Georgia-ს ექსპერტების გუნდმა ობიექტების არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელა ადგილზე ვიზიტები, შეისწავლა ბაზარი და, ამის შემდეგ, შეიმუშავა აღნიშნული ობიექტების განვითარების კონცეფცია. ასევე, მომზადდა აღნიშნული ობიექტების ფინანსური პროგნოზი, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ქონების ამონაგების ანალიზი. პოტენციური ინვესტორებისთვის საპრივატიზაციო პროექტების განვითარების კონცეფციით და ფინანსური გათვლებით შეთავაზება, გაცილებით მიმზიდველს ხდის საინვესტიციო თვალსაზრისით.

Colliers International Georgia-ს მსხვილი უძრავი ქონების პროექტებისთვის ბიზნეს გეგმების მომზადების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია აქვს. კომპანიამ 40-მდე მსგავსი ტიპის პროექტი განახორციელა.