კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

ცოტნე ებრალიძე: ტურიზმის განვითარების ფონდმა მიმდინარე პროექტებში 218 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა

Commersant
16
ცოტნე ებრალიძე: ტურიზმის განვითარების ფონდმა მიმდინარე პროექტებში 218 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა

ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

როგორც ებრალიძე აცხადებს, პროექტები – თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ვითარდება. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი უკვე ინვესტირებულია.

„მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად დასაქმდება 5 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი 5 000-ს გაუტოლდება.“ – აღნიშნა „კომერსანტთან“ ცოტნე ებრალიძემ.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე