კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

BM Georgia
ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ბირჟაზე ვაჭრობის შედეგებს Galt&Taggart აქვეყნებს.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.26% წინა კვირასთან შედარებით და -6.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 304 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.70 – 35.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.98%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 4.18%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.77% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.11% წინა კვირასთან შედარებით და -4.80% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 315 ათასს გადააჭარბა, GBP 17.22 – 17.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+11.32% წინა კვირასთან შედარებით და – 1.72% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 404 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.63 – 2.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.31% შეადგინა.