კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

ქართული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე ჩინეთში გადის

BM Georgia
ქართული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე ჩინეთში გადის

კომპანია „ქართული ზეთისხილი“ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება ძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან უკვე გაფორმებულია.

როგორც „Georgian Olive”-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „საქმის კურსს“ განუცხადა, ამ ხელშეკულების დამსახურებით ზეთისხილის პლანტაციების გაფართოებას გეგმავს.

„ეს არის უდიდესი ბაზარი და მოთხოვნა, რაც მათ წაგვიყენეს არის საკმაოდ დიდი; ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავრგოთ ზეთისხილი და რაც შეიძლება მეტი პლანტაციები გავაშენოთ“, – აცხადებს გიორგი სვანიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, არსებულ პლანტაციებს კიდევ 1000 ჰექტარი დაემატება.

ცნობისთვის: ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი განხორციელდება. ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
ავტორი: ბექა ბაციკაძე