კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

სასტუმრო Golden tulip-ის გახსნა 2019 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო

Commersant
სასტუმრო Golden tulip-ის გახსნა 2019 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden tulip-ის გახსნა 2019 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.
ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, გახსნის თარიღის გადადება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება. დამატებით დეტალებზე ჯანაშვილი არ საუბრობს.

როგორც ცნობილია, Golden tulip-ის გახსნა 2018 წლის შემოდგომაზე იყო დაანონსებული. ეს იქნება დედაქალაქში Golden tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო,
რომელიც 11 სართულიანია და მასში 78 ნომერი განთავსდება.

სასტუმროს ექნება ტერასა, რესტორანი, ტერასა ლაუნჯ-ბარი და საკონფერენციო დარბაზი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი