კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია

BM Georgia
33
რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (10,3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78,1 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი – 4,0 ათასი ტონა (48,2%).

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,5 ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (9,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 83,3 ათასი ტონა, რაც 7,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91,1 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13,0 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (1,6 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,7 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 95,7 ათასი ტონა, რაც 14,6 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 49,2 ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა). 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.