კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება

BM Georgia
ორბელიანის მოედანზე

თბილისში, ორბელიანის მოედანზე “KTW ჯგუფის” კუთვნილი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამის შესახებ Bm.ge-ს ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული ჯგუფის დამფუძნებელია. სასტუმრო 30 ნომრიანი იქნება და სავარაუდოდ იანვარში გაიხსნება.

“ეს იქნება მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც 30 ნომრისგან შედგება. მის გახსნას მომავალი წლის იანვარში, ყველაზე გვიან – თებერვალში ვგეგმავთ. ორადგილიანი ნომრის ღირებულება საშუალოდ 100 დოლარი იქნება. სასტუმროს სახელწოდება ჯერ არ შეგვირჩევია, განვიხილავთ რამდენიმე ვერსიას და ათი სავარაუდო სახელიდან ერთ-ერთს შევარჩევთ, ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ყველა სახელწოდება ორბელიანს უკავშირდება”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ Bm.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე KTW ჯგუფმა უკვე გახსნა 41 ნომრიანი სასტუმრო კახეთში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში. “ახაშენი ღვინის კურორტი“ ასე ეწოდა სასტუმროს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და “საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა. აღნიშნული პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 7,5 მლნ ლარი შეადგინა.
ავტორი: მაია ბიწაძე