კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

"ლიზინგის მიმართულება და დარგი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

BM Georgia
41

ლიზინგის ასოციაციის ხელმძღვანელი აიეტ კუკავა ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ლიზინგის სისტემის თავისებურებები რეგულაციების შემუშავებისას.

“საფინანსო დარგის მოთამაშეები ბანკები, მიკროსაფინანსეობი და ლომბარდები, ჭარბვალიანობის პრობლემებთან არის ასოცირებული და ეს რეგულაციები ავტომატურად გადმოიტანეს ლიზინგში ისე, რომ არ უფიქრიათ-სხვა დარგსაც ეხებოდა, ის ავტომატურად ჩვენს დარგსაც შეეხო. რეგიონში ყველა ქვეყანა გვჯობს ლიზინგის განვითარებით, 15 წელია ეს მიმართულება ვერ განვითარდა და ახლა ისეთ შეზღუდვებს უწესებენ, რომ შესაძლოა დარგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, – განაცხადა აიეტ კუკავამ გადაცემაში “საქმიანი დილა“.

მისი განცხადებით, საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით 66-ე ადგილზეა და ამის უმთავრესი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელია, ამ სიტუაციაში კი ხდება ლიზინგის “გაწირვა“.

“ჭარბვალიანობას ლიზინგი არ იწვევს, ის ერთადერთი მექანიზმია ბაზარზე, რომელიც საშუალებას იძლევა აქტივი მისცე ადამიანს, რომელსაც გირაო არ აქვს. ადამიანს შეუძლია აქტივი იქირაოს, არ ჰქონდეს საკუთარ ბალანსზე და იმ დღიდანვე დაიწყოს შემოსავლის გენერირება”.-აღნიშნა კუკავამ. მისი თქმით, ლიზინგი თავისი სპეციფიკით იგივე ინვესტიციაა და ეკონომიკის ზრდის ინდიკატორიც – თუკი ლიზინგი იზრდება, იზრდება ეკონომიკაც.

ლიზინგის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ლიზინგის განვითარების მნიშვნელობა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში, სამშენებლო მრეწველობასა თუ მძიმე მრეწველობაში.

“ესაა დარგი, რომელიც სჭირდება არა მხოლოდ მსხვილ წარმოებებს, არამდეს მცირე, საშალო და მიკრო ბიზნესსაც კი. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ლიზინგის როლი უზარმაზარია, თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი ტურიზმის განვითარებას უკავშირდება, რომ საკვების საყიდლად ფული, ისევ საზღვარგარეთ არ გავიდეს”, – აღნიშნა კუკავამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და კონსულტაციებისთვის პარლამენტი ეროვნულ ბანკთან, ბანკი კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან ამისამართებს.

შეგახსენებთ, რომ ლიზინგის ასოციაციამ საკითხის მოსაგვარებლად ფინანსთა სამინისტროს ღია წერილით მიმართა, სადაც რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებას ითხოვენ. ერთერთი მოთხოვნაა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული ეფექტური 50 %-ის ზღვარი დაბალია და ლიზინგის შემთხვევაში მინიმუმი ზღვარი 75%-ზე უნდა აიწიოს, ასევე 200 ათას ლარიანი ლიმიტი იურიდიულ პირებს არ შეეხოს.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი