კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

"კრისტალი": მძაფრმა კონკურენციამ ჭარბვალიანობის პრობლემა შექმნა

BM Georgia

მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის დარეგულირება, სწორი ნაბიჯია, თუმცა ამან მომხმარებელი არ უნდა დააზიანოს. “ის, რაც კეთდება მომხმარებლისთვის, ცუდად არ უნდა დაუბრუნდეს იგივე მომხმარებელს”,-განაცხადა ბაკურაძემ გადაცემაში “ანალიტიკა”. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი სტრატეგია სწორად მიმდინარეობს, თუმცა, მნიშვნელოვანია ტექნიკა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი. “ყველაფერი მომხმარებელთა უფლებების სტანდარტების დანერგვით დაიწყო, შემდგომ იყო დედოლარიზაციის საკმაოდ წარმატებული რეფორმა და მოვედით ახალ რეგულაციებამდე. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, უბრალოდ საუბარია იმაზე, რა მექანიზმებით განხორციელდება ეს, რომ უარყოფითი და არასასურველი შედეგი არ გამოიწვიოს”,-აღნიშნა ბაკურაძემ. მისი აზრით, ბაზარზე მძაფრმა კონკურენციამ ჭარბვალიანობის პრობლემა შექმნა. “თუკი ბაზრის მოთამაშეები აქტიურ კონკურენციაში არიან და ყველა მიზნად ისახავს ნამცხვრის საკუთარი წილის გაზრდას, ეს ნამცხვარი კი პატარაა, თანაც ამ სიტუაციაში ჭარბვალიანობის წინააღმდეგ მექანიზმი არ არსებობს, მოსახლეობის ნაწილი სულ უფრო და უფრო მეტ ვალს იღებს. ერთი შეხედვით, ყველა თავის მიზანს აღწევს, ყველა იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?!-ზოგიერთი ოჯახის ჭარბვალიანობის ხარჯზე”,-აღნიშნა ბაკურაძემ. მისი თქმით, ბაზარმა დამოუკიდებლად ჭარბვალიანობის პრობლემის დარეგულირება ვერ შეძლო და ჩარევა აუცილებელი იყო. “რამდენიმე ორგანიზაცია შევთანხმდით, ხელი მოვაწერეთ ვალდებულებებს, რომ მოდით, ისე ვიმუშაოთ, რომ ჭარბვალიანობა არ შევქმნათ, მაგრამ ჩვენს გარშემო გამოჩნდნენ ძალიან აგრესიული მოთამაშეები, რომლებიც არ დაემორჩილნენ ამ წესს. ამიტომ თუ ეროვნული ბანკი ამას გააკეთებს იქნება კარგი, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა დაავაზიანოთ ის, რაც მუშაობს”,-დასძინა ბაკურაძემ.