კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

კომპანია „რუსთაველი ფროფერთისმა„ სასტუმრო Hyatt Regency-ის 50 %-იანი წილი გაყიდა

Commersant
კომპანია „რუსთაველი ფროფერთისმა„ სასტუმრო Hyatt Regency-ის 50 %-იანი წილი გაყიდა

კომპანია „რუსთაველი ფროფერთისმა„ სასტუმრო Hyatt Regency-ის 50 %-იანი წილი გაყიდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის„ ხელმძღვანელმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტში ახალი ინვესტორი – GD Group/ Real Estate Construction-ი შევიდა და სამუშაოებიც განახლდა.

როგორც გადაევი აცხადებს, Hyatt Regency-ის მშენებლობა-რეკონსტრუქციას GD Group/ Real Estate Construction-ი განახორციელებს. რაც შეეხება სასტუმროს დასრულების ვადას, გადაევი აცხადებს, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

შეგახსენებთ, გადაევი რამდენიმე თვის წინ, „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2.5 წელში დასრულდებოდა.პროექტის ბიუჯეტი ჯამურად 75 მილიონი აშშ დოლარია. აქედან 39 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სესხია. დღეს გადაევი აცხადებს, რომ შესაძლოა პროექტის ბიუჯეტი მცირედით შემცირდეს.

სასტუმრო Hyatt Regency-ი რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება.სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება. „რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი