კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

კომერციულმა ბანკებმა წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს

Imedi News
კომერციულმა ბანკებმა წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს

საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

ასევე რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ.

ამ წესის ფარგლებში ბანკები უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშგებებს, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ელემენტებისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ.