კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

თემურ ჭყონია: მთავრობა იძულებული გახდა სესხებზე შეზღუდვები შემოეღო

BM Georgia
295
თემურ ჭყონია: მთავრობა იძულებული გახდა სესხებზე შეზღუდვები შემოეღო

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს სესხების აღებაზე შეზღუდვები დაუწესდათ. თემურ ჭყონიას შეფასებით, მთავრობა იძულებული გახდა აღნიშნული შეზღუდვები შემოეღო.

“რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უფრო ადრე? ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ხალხი გამოვიდა და ფული მთავრობას მოსთხოვა, რაც არასამართლიანია. მთავრობა რა შუაშია? შენ სახლი ჩადე, მოტყუვდი და მთავრობას სთხოვ?! თუმცა, სხვა გამოსავალი ამ ხალხს არ აქვს, ვიღაცას ხომ უნდა მიმართონ? ყველაზე ადვილი კი მთავრობისთვის მიმართვაა.

მთავრობა კი სულ საარჩევნო სისტემაშია, სულ არჩვენების ხმას ეძებს, პოლიტიკურ დებატებშია ოპოზიციასთან. სულ შიშშია, რომ ვაითუ ამ ხალხმა ხმა არ მისცეს და ასეთ გაუგებრობაში ვართ…”,- აცხადებს ბიზნესმენი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი