კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

დიდი გაყოფა- საქართველოს კაპიტალი, CGEO ტიკერით, ლონდონის ბირჟაზე 29 მაისს დაილისტება

GBC
დიდი გაყოფა- საქართველოს კაპიტალი, CGEO ტიკერით, ლონდონის ბირჟაზე 29 მაისს დაილისტება

საქართველოში უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის გაყოფის დასრულებამდე 1 კვირა რჩება.

ჯგუფში აცხადებენ, რომ ეფექტიანი სქემა უკვე უკვე აქტიურია. გაყოფის დასრულება ძალაში 2018 წლის 29 მაისის დილით შევა. მანამდე 21 მაისის დილიდან LSE -ზე უკვე BGEO -ს სახელი შეეცვალა და Bank of Georgia Group-ის სახელით აგრძელებს საქმინობას, თუმცა მისი ტიკერი კვლავ BGEO – იქნება.

„საქართველოს კაპიტალის“ აქციები, CGEO ტიკერით, 29 მაისის დილით ჩაეშვება პრემიუმ ლისტინგში.

კომპანია 2 ნაწილად იყოფა და დაშლილი BGEO ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე 3 კომპანიად იქნება წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“, „საქართველოს კაპიტალი“, რომელშიც საინვესტიციო აქტივებია თავმოყრილი და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“.

ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ დროებით, 19.9% -ს შეინარჩუნებს „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, წილი ეტაპობრივად შემცირდება.