კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

“დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

BPI
“დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზეც გეგმავს.

რებრენდინგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე ერთგული მომხმარებლებისათვის ყავის ახალი პროდუქტის – ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით შეთავაზებას ახდენს. „დანკინ დონატსმა“ საფირმო პროდუქტის – დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება ახლახანს გააკეთა. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით – „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება.

„დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილია და დღეიდან, საქართველოში, „დანკინის“ ყველა რესტორანში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იტალიურ ესპრესოზე დამზადებული – უგემრიელესი ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. ახალი ყავის პროდუქტის მომხმარებელთა წასახალისებლად „დანკინში“ აქციაცაა – ყველა მომხმარებელი, რომელიც 5 – ჯერ შეიძენს ახალ ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით, მე-6-ს მიიღებს საჩუქრად.

„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩენზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. “დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია msoflios 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “visol jgufma” „დანკინ დონატსის“ ქსელის განვიტარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას გეგმავს.