კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

დავით ბეჟუაშვილის ინიციატივით GIG დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდამჭერია

GBC
დავით ბეჟუაშვილის ინიციატივით GIG  დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის  მხარდამჭერია

თბილისი (GBC) – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით, რომლებიც ყოველი ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას – თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ, – ,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’ (GIG) „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდამჭერი“ გახდა.

“სილქნეტის” ინიციატივას უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი დავით ბეჟუაშვილის ინიციატივით შეუერთდა.

„მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი თავდადებული მებრძოლების , გმირი ჯარისკაცების დამსახურეებაა, რომ საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა. ჩვენთვის დიდი პატივია რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენ მებრძოლეებს, რომლებიც ღირსეულად და თავდადებით იცავდნენ თავის სამშობლოს. იმ გმირებს,რომლებიც ძალიან მაღლა და ღირსებით აფრიალებენ ჩვენს ეროვნულ დროშას მსოფლიოს მრავალ კუთხეში და ასახელებენ ქართველ ერს და ქვეყანას. მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესის მსგავსი სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ერთიანი თანადგომით შესაძლებელია იმ მებრძოლებზე უკეთესი ზრუნვა და ჩვენი პატივისა და მადლიერების გამოხატვა ქვეყნის დაცვისა და აღმშენებლობის საქმეში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის“, – აცხადებს კომპანია.