კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

გორის რაიონიში თაფლის გადამამუშავებელი ყველაზე დიდი საწარმო შენდება

Commersant
60
გორის რაიონიში თაფლის გადამამუშავებელი ყველაზე დიდი საწარმო შენდება

გორის რაიონის სოფელ ბერბუკში საქართველოში თაფლის გადამამუშავებელი ყველაზე დიდი საწარმო შენდება.

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორასი ტონა თაფლის მიღება, გადამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა. საწარმოში ასევე მოხდება ფიჭის დამზადება.

როგორც “კომერსანტს” სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ განუცხადა, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში სრულად აღჭურვილი შევა. ხოლო 2019 წლიდან საწარმო ამუშავდება. პროექტში ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7 000 სკა.

მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად შესაძლებლობა მიეცემათ თაფლის კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ თაფლი და ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

საწარმოს მეპაიე წევრებს, ასევე საშუალება ექნებათ აღნიშნულ საწარმოში მომსახურება, საკუთარი ბრენდის ქვეშ თაფლის ჩამოსხმა და რეალიზება მოახდინონ.

გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცა, რომლის გადახდას კოოპერატი 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შენდება “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე