კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

გიორგი ქობულია: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება

Business Post
გიორგი ქობულია: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიამ სამოქალაქო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს მიულოცა:

„თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი, და რაც მთავარია, საჭირო სფეროს თანამშრომლები ბრძანდებით, მითუმეტეს არსებული რეალობის გათვალისწინებით – დღეს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრია, ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამგზავრება, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციამ კი სრულიად ახალი ეკონომიკურ-სოციალური პერსპექტივები მოგვცა. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციის სფეროს განვითარება, რასაც, ვფიქრობ, ჩვენ ყველა საერთო ძალისხმევით თავს წარმატებით ვართმევთ“, – განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრმა 2018 წელს მიღწეულ წარმატებებს ხაზი გაუსვა:

„ICAO-ს 2018 წლის აუდიტის შედეგების თანახმად, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელი 87.64%-მდე გაუმჯობესდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა. ასევე სერიოზული წარმატებები გვაქვს მგზავრთა უფლებების დაცვისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. საქართველოს საავიაციო ბაზარი დღითიდღე იზრდება: საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისათვის საქართველოს საავიაციო ბაზარზე 37 ავიაკომპანია ოპერირებს, მხოლოდ მიმდინარე წელს, ბაზარზე 8 უცხოური ავიაკომპანია შემოვიდა. შესაბამისად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადიყოველწლიურად იზრდება – საშუალოდ 20%-ით. მხოლოდ წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები უკვე 4 696 039 მგზავრს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით“, – აღნიშნა ქობულიამ.