კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

"გეო ფლაუერი“ რუსეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს

BM Georgia
146

“გეო ფლაუერმა“ წელს 850 ტონა ხილის ჩირი და სამკურნალო მცენარე დაამზადა, რომელიც გერმანიაში, პოლონეთსა და თურქეთში გაიყიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის ,,გეო ფლაუერმა“ წლევანდელ სეზონზე 4600 ტონა ნედლეული გადაამუშავა.

კომპანია კიდევ ერთი ახალი ბაზრის ათვისებას გეგმავს, კერძოდ, პროდუქციას რუსეთშიც გაიტანს.

კომპანია გასულ წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაიხსნა ახალი მიმღები პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი ონში, სადაც მოსახალეობისგან ყველა სახის ხილს და კენკრას იბარებენ; ასევე აამუშავეს ახალი საწარმო ახალციხეში, სადაც ველური მცენარეების მიღება და გადამუშავება ხდება.

ხილი, რომლისგანაც ჩირს ამზადებენ, ორგანულია და ბიოსერტიფიცირებულია.

“გეო ფლაუერის“ ქარხანა ამბროლაურში 2 000 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელია.
ავტორი: მაია ბიწაძე