კატეგორია
ავტობიზნესი არასამეწარმეო საქმიანობა ბიზნეს პერსონა განათლება გარემოს დაცვა გართობა დისტრიბუცია ეკონომიკა ენერგეტიკა ექსპორტი ვაჭრობა იმპორტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურა კვების ინდუსტრია კონსალტინგი კრიპტოვალუტა კულტურა და ხელოვნება მედიცინა მეცნიერება მთავრობა საბავშვო პროდუქცია სამშენებლო სექტორი საოფისე და საოჯახო საქონელი სასარგებლო წიაღისეული სიახლე სოფლის მეურნეობა სპორტი სტარტაპი ტანსაცმელი და აქსესუარები ტელეკომუნიკაცია ტექნოლოგია ტრანსპორტი და გადაზიდვები ტრანსპორტირება ტურიზმი უსაფრთხოება უძრავი ქონება ფარმაცია ფინანსები ღონისძიებების ორგანიზება ჯანდაცვა ჰორეკა

გადაიხადე ტერაბანკის მასტერქარდ ბარათით და გახდი გამარჯვებული

Commersant
გადაიხადე ტერაბანკის მასტერქარდ ბარათით და გახდი გამარჯვებული

ტერაბანკისა და მასტერქარდის ბარათების ტრადიციული გათამაშება დაიწყო. გათამაშების ფარგლებში, ტერაბანკისა და მასტერქარდის მომხმარებლებს აქციაში ჩართვა, გამარჯვების შემთხვევაში კი არაჩვეულებრივი პრიზების, მათ შორის ავტომობილის, მოგება შეუძლიათ.

გათამაშებაში ტერაბანკის ის მომხმარებლები მონაწილეობენ, რომლებსაც ტერაბანკის მასტერქარდ სტანდარტის, მასტერქარდ გოლდის, ან მასტერქარდ თრეველის ბარათები აქვთ. მონაწილეობისთვის საჭიროა, რომ მათ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კუთვნილი ბარათით, პოს ტერმინალებზე მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქცია შეასრულონ, შემდეგ კი ვებგვერდზე promo.mastercard.com.ge დარეგისტრირდნენ და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ატვირთონ.

გათამაშება 2018 წლის 31 დეკემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით, 3 ეტაპად წარიმართება. თითოეულ ეტაპზე 30, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდება. კონკურსის ყველა ეტაპზე მთავარი კრიტერიუმი ატვირთული ქვითრების რაოდენობაა. თითოეული შუალედური გათამაშების მოგებულები შეჯიბრს მთავარი გამარჯვებულის სტატუსისა და სუპერ პრიზების მოსაპოვებლად გააგრძელებენ.

3 მთავარი გამარჯვებული 2019 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე გამოვლინდება და მათ ავტომობილები გადაეცემათ. კონკურსის პირობების დეტალურად გაცნობისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: terabank.ge

(R)